სერგეი ლავროვი - ნატო-ს გაფართოების რამდენიმე ტალღამ, სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებამ გამოიწვია დაძაბულობა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ არ გვახსოვს
სერგეი ლავროვი - ნატო-ს გაფართოების რამდენიმე ტალღამ, სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებამ გამოიწვია დაძაბულობა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ არ გვახსოვს

ნატო-ს გაფართოების რამდენიმე ტალღამ, სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებამ გამოიწვია დაძაბულობა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ არ გვახსოვს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თანაბარი უსაფრთხოებისკენ სწრაფვის ნაცვლად, ჩვენ თვალს ვადევნებთ უკუსვლას. ინგრევა სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა. გრძელდება უსაფრთხოების სივრცის ფრაგმენტაცია. საერთაშორისო სამართლის სისტემა ცდილობენ, შეცვალონ „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“ – დასავლური სახელმწიფოების ვიწრო ჯგუფის საგარეო პოლიტიკური დადგენილებების ერთობლიობით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების რამდენიმე ტალღა, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოება, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო პოტენციალის სწრაფი ზრდა, თავდაცვითი ხარჯების რეკორდული მატება, რასაც „მტრის“ ხატის კულტივირება ახლავს თან – ყველაფერმა ამან გამოიწვია დაძაბულობა, რომელიც ჩვენ „ცივი ომის“ შემდეგ არ გვახსოვს“,-განაცხადა სერგეი ლავროვმა.