სერგეი ლავროვი - მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების მიმართ კარგი დამოკიდებულება, დღეს მისი ალტერნატივა არ არსებობს
სერგეი ლავროვი - მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების მიმართ კარგი დამოკიდებულება, დღეს მისი ალტერნატივა არ არსებობს

მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების მიმართ კარგი დამოკიდებულება, რადგან დღესდღეობით მისი ალტერნატივა არ არსებობს, – ამის შესახებ სერგეი ლავროვის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები უნიკალური ფორმატია, რომელიც, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უზრუნველყოფს.

„აქტიურად ვიმუშავეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც თანამედროვე დემოკრატიების შემდგომი ჩამოყალიბებისთვის, მათი საერთაშორისო კავშირების გაფართოებისთვის, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის. გასულ წელს რთული სიტუაცია განვითარდა საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო მხარეში. დესტაბილიზაციის ფაქტორი იყო საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ პოსტის განთავსება სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისის მახლობლად. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ცხინვალის გადაჭარბებულ პასუხს. ორივე მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ და კონსტრუქციულად განიხილონ სადავო საკითხები ჟენევის დისკუსიისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. წნელისის კრიზისმა დაადასტურა დიალოგის საჭიროება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ, როგორც ამას მუდმივად ახსენებენ რუსული და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები“, – თქვა სერგეი ლავროვმა.

დატოვე კომენტარი