სერგეი ლავროვი - მაკრონები, სტარმერები და ფონ დერ ლაიენები ყვირიან, რომ ახლა ბურთი ვლადიმირ პუტინის მხარეზეა, სამი დღით ადრე კი ამბობდნენ, რომ არანაირი ზავი არ იქნება
სერგეი ლავროვი - მაკრონები, სტარმერები და ფონ დერ ლაიენები ყვირიან, რომ ახლა ბურთი ვლადიმირ პუტინის მხარეზეა, სამი დღით ადრე კი ამბობდნენ, რომ არანაირი ზავი არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთის ლიდერებს უკრაინის ომთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა მკვეთრად შეცვალეს პოზიცია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მარტის დასაწყისში კიევმა პირველად გამოთქვა მზაობა ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე და მოითხოვა მოსკოვისგან დაუყოვნებელი თანხმობა.

„მაკრონები, სტარმერები, ფონ დერ ლაიენები იწყებენ ყვირილს, რომ ახლა ბურთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარეზეა. ეს მაშინ, როდესაც სამი დღით ადრე ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი ზავი არ იქნება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომამდე საჭიროა უკრაინის იარაღით შევსება, რათა მას ძალის პოზიციიდან ემოქმედა. მყისიერად შეცვალეს თავიანთი პოზიცია, როგორც კი ქარმა სხვა მხრიდან დაუბერა“, – განაცხადა ლავროვმა.