სერგეი ლავროვი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარ როლს ასრულებს
სერგეი ლავროვი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარ როლს ასრულებს

დიახ, არ არის იდეალური, მაგრამ იდეალური არავინაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარ როლს ასრულებს.

„ჩემი აზრით, ადამიანებს მსგავსი თავდასხმების გამოყენება იმისთვის სურთ, რომ გაამართლონ მიდგომა, რამაც ძალიან დააგვიანა და არ იყო ადეკვატური“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უმოქმედობაში დაადანაშაულა და ორგანიზაციას დაფინანსებაც შეუწყვიტა.

დონალდ ტრამპის აზრით, უამრავი ადამიანი შეეწირა ვირუსს იმის გამო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიზისს ვერ გაუმკლავდა.

 

დატოვე კომენტარი