სერგეი ლავროვი – ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს

22:06, 28.10.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რომ ტერორიზმზე პასუხის გაცემა შესაძლებელია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, მათ შორის ძალის გამოყენებით სამიზნეებზე, სადაც ცნობილია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფება”, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ღაზის განადგურება გამოიწვევს კატასტროფას მრავალი ათწლეულის განმავლობაში.

მსგავსი