სერგეი ლავროვი – გვაქვს სრული უფლება, ბრიტანეთის სარაკეტო ძალების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებში გაცხადებული მონაწილეობა ომში ჩართვად განვიხილოთ, ამას შესაბამისი შედეგი მოჰყვება

23:33, 18.08.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს უფლება, დიდი ბრიტანეთის პირდაპირი მონაწილეობა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებში უკრაინის ომში ბრიტანეთის ჩართვად შეაფასოს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.

„იცით, მე ვწუხვარ ბრიტანეთის გამო, თუ ის უკრაინასთან ბოლომდე იქნება. რაც შეეხება საკითხის არსს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: პრეზიდენტმა გააფრთხილა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიმოქმედოთ მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ნაწილში, თუ ვინმე ჩვენს ინტერესებსა და ჩვენს საკუთრებას ხელყოფს. ჩვენ ასევე გვაქვს სრული უფლება, ბრიტანეთის სარაკეტო ძალების მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში პირდაპირ, ამაყად გაცხადებული მონაწილეობა ომში ჩართვად განვიხილოთ. ამას ყველა შესაბამისი შედეგი მოჰყვება“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაზეთმა „თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისთვის პირველად გამოიყენეს ბრიტანული კომპანიების წარმოების დრონები.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლონდონში რუსეთის საელჩომ დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ კიევისთვის დრონების მიწოდებას „შედეგები“ მოჰყვებოდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ რუსეთთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100%-ით უჭერს მხარს.

მსგავსი