სერგეი ლავროვი - ღია ცის შეთანხმებით, დასავლეთს სურდა რუსეთის ტერიტორიაზე ფრენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მახლობლად, თუმცა საქართველომ სანაცვლო ნაბიჯების გადადგმაზე უარი განაცხადა
სერგეი ლავროვი - ღია ცის შეთანხმებით, დასავლეთს სურდა რუსეთის ტერიტორიაზე ფრენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მახლობლად, თუმცა საქართველომ სანაცვლო ნაბიჯების გადადგმაზე უარი განაცხადა

ღია ცის შეთანხმებით, დასავლეთს სურდა რუსეთის ტერიტორიაზე ფრენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მახლობლად, თუმცა საქართველომ სანაცვლო ნაბიჯების გადადგმაზე უარი განაცხადა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გორჩაკოვის სახალხო დიპლომატიის კლუბის ორგანიზებული ვიდეოკონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთი მზად იყო კომპრომისზე წასასვლელად, თუმცა საქართველომ, მოგვიანებით, რუს ინსპექტორებს საჰაერო სივრცის შემოწმებაზე უარი უთხრა.

„როგორც საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედების რაკეტების აღმოფხვრის ხელშეკრულების (INF ხელშეკრულება), ასევე ღია ცის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ამერიკელები უკვე აქტიურად იწყებენ (და ამას აკეთებენ დიდი ხანია), წინ წამოწიონ თეზისი, რომ რუსეთი არღვევს მას. მიუხედავად იმისა,  როგორც რაკეტების ხელშეკრულების შემთხვევაში, ასევე აქაც, ამერიკელებს არ აქვთ სანდო ფაქტები. დეტალებს არ შევეხები, თუ ამ საკითხს მიჰყვებით, მაშინ თქვენ იცით კომპრომისი, რომელიც მიღწეულია იმ მთავარ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც დასავლეთმა წაგვიყენა. ვგულისხმობ ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ახლოს. ჩვენ მზად ვიყავით ამ პრეტენზიების დასარეგულირებლად იმ გაგებით, რომ საქართველო ასევე გახსნიდა ცას ასეთი ფრენებისთვის. შემდეგ ჩვენ გავხსნიდით რაიონებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამგვარი კომპრომისი მიღწეული იქნა, შემდეგ კი ქართულმა მხარემ უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს არ მისცემდა ჩვენს ინსპექტორებს მის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას. აი, ერთადერთი ნამდვილი პრეტენზიაა, რომელიც ხელოვნურად არის შენახული. დიდი ხნის წინ შესაძლებელი იყო ამაზე შეთანხმება, როგორც რეალურად გავაკეთეთ. მაგრამ ჩვენმა კოლეგებმა სიტყვა არ შეასრულეს“, – თქვა სერგეი ლავროვმა.

დატოვე კომენტარი