სერგეი ლავროვი - გამოვლინდა ინტერესი, განახლდეს კონსულტაციები გეოპოლიტიკურ პრობლემებზე, მათ შორის სხვადასხვა კონფლიქტზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, იქ, სადაც აშშ-სა და რუსეთს აქვთ ინტერესები
სერგეი ლავროვი - გამოვლინდა ინტერესი, განახლდეს კონსულტაციები გეოპოლიტიკურ პრობლემებზე, მათ შორის სხვადასხვა კონფლიქტზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, იქ, სადაც აშშ-სა და რუსეთს აქვთ ინტერესები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე გამოვლინდა გეოპოლიტიკურ პრობლემებზე კონსულტაციების განახლების ინტერესი.

აღნიშნული განცხადება რუსმა დიპლომატმა ერ-რიადში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„გამოვლინდა დიდი ინტერესი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, რომ განახლდეს კონსულტაციები გეოპოლიტიკურ პრობლემებზე, მათ შორის სხვადასხვა კონფლიქტზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, იქ, სადაც აშშ-სა და რუსეთს აქვთ ინტერესები“, – განაცხადა ლავროვმა.