სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე დასასწრებად ნიუ იორკში ჩავიდა
სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე დასასწრებად ნიუ იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე დასასწრებად ნიუ იორკში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.

ასევე დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან.

როგორც რუსული მედია იუწყება, სერგეი ლავროვის გაერო-ს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლა 27 სექტემბერს არის დაგეგმილი.