სერგეი ლავროვი - ფაქტები აჩვენებს, რომ აშშ სირიაში დიდხანს დარჩენას აპირებს
სერგეი ლავროვი - ფაქტები აჩვენებს, რომ აშშ სირიაში დიდხანს დარჩენას აპირებს

აშშ-ის ქმედებები გავს მცდელობას, რომ ევფრატის აღმოსავლეთით კვაზი-სახელმწიფო შეიქმნას – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, ფაქტები აჩვენებს, რომ სირიაში აშშ დიდხანს და შესაძლოა, სამუდამოდ აპირებს დარჩენას.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი სირიაში ცალმხრივად და სახიფათოდ მოქმედებს, რაც სირიის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

„ახლა ნათელია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პროექტი დაიშალა. ეს უპირველესად სირიის არმიისა და რუსეთის ავიაციის მოქმედებით გახდა შესაძლებელი.

მაგრამ ჩვენ არ უარვყოფთ აშშ-ის კოალიციის გარკვეულ თანამონაწილეობას ამ მიღწევაში“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.