სერგეი ლავროვი - ევროპელ ლიდერებს რუსეთთან კონტაქტის სერიოზული განზრახვა თუ აქვთ, უბრალოდ უნდა დარეკონ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2025 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა ევროპელი ლიდერები, რომლებიც რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. მისი თქმით, ასეთი განცხადებები „არასერიოზულად ჟღერს“.
„ევროპელ ლიდერებს რუსეთთან კონტაქტის სერიოზული განზრახვა თუ აქვთ, მათ უბრალოდ უნდა დარეკონ“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე, რომელიც ერ-რიადში გაიმართა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუბიომ ამერიკული პოლიტიკის ფილოსოფია ასე ჩამოაყალიბა: „ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს ეროვნული ინტერესები და ჯანსაღი აზრი“. როგორც ლავროვმა განმარტა, სრულად იზიარებს ამ ფილოსოფიას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო გეგმები რუსეთის მიერ გრენლანდიის „დაპყრობის“ შესახებაც.
„ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს გრენლანდიის დაპყრობის გეგმებთან. ეჭვი არ მეპარება, ვაშინგტონში შესანიშნავად იციან, რომ არც რუსეთს და არც ჩინეთს არ აქვთ ასეთი გეგმები. ეს არ არის ჩვენი საკითხი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.