სერგეი ლავროვი ევროკავშირს მოუწოდებს, არ მოახვიოს თავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, გააკეთონ არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის
სერგეი ლავროვი მოუწოდებს ევროკავშირს, არ მოახვიოს თავს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს ცრუ არჩევანი, ან ევროპა ან რუსეთი,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„სომხეთი თავისი მაგალითით აჩვენებს, რომ ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარება, აზრს მოკლებული არ არის. პირიქით ეს მომგებიანი კონკრეტული სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმისთვის რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნების უფლებები დაცული იყოს, ევროკავშირმა უნდა თქვას უარი მიდგომაზე, როდესაც ამ სახელმწიფოებს რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთება უხდებათ.
„ასეთი მიდგომა იგივეა, რაც კონკრეტულ ხალხს წაართვა არჩევანი, სრულყოფილი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან. ამ პრაქტიკამ უკვე გამოიღო შედეგი უკრაინაში 2014 წელს”, – ამბობს ლავროვი.