სერგეი ლავროვი - ეუთო-ს ყველა საწყისი მიზანი და პრინციპი უხეშად ირღვევა და უგულებელყოფილია, ნატო-ს ქვეყნებმა და ევროკავშირმა ორგანიზაცია კრიზისში შეიყვანეს
ეუთო-ს ყველა საწყისი მიზანი და პრინციპი უხეშად ირღვევა და უგულებელყოფილია. ნატო-ს ქვეყნებმა და ევროკავშირმა ორგანიზაცია კრიზისში შეიყვანეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, ფერიდუნ სინირლიოღლუ სამდივნოს რთულ დროს ხელმძღვანელობს.
„ორგანიზაცია მიუახლოვდა ჰელსინკის აქტის 50 წლის იუბილეს ძალიან ღრმა კრიზისში, რომელშიც იგი შეიყვანეს ნატო-ს ქვეყნებმა და ევროკავშირმა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სერგეი ლავროვის თქმით, რუსული მხარე იმედს ამყარებს ფერიდუნ სინირლიოღლუს გამოცდილებასა და სიბრძნეზე, რომ ყველაფერი გააკეთოს ეუთო-ს საწყის პრინციპებზე დასაბრუნებლად.