სერგეი ლავროვი - ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი მშიშრები არიან, რადგან გულწრფელი საუბრის ეშინიათ
სერგეი ლავროვი - ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი მშიშრები არიან, რადგან გულწრფელი საუბრის ეშინიათ

ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი მშიშარები არიან, რადგან გულწრფელი საუბრის ეშინიათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეუთო-ს მინისტერიალიდან გაიქცა, მაშინ როდესაც თავად არსად გაქცეულა.

„როგორც ვხვდები, ბლინკენი წავიდა და ბორელიც წავიდა. რატომ ხდება ასე? ალბათ ფიქრობენ, რომ ამით ხაზს უსვამენ რუსეთის იზოლაციის განზრახვას. მაგრამ ვფიქრობ, ისინი, უბრალოდ, მშიშარები არიან, ეშინიათ ყოველგვარი გულწრფელი საუბრის ფაქტებით ხელში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.