სერგეი ლავროვი - ემანუელ მაკრონმა და ფრიდრიხ მერცმა სრულიად დაკარგეს საღი აზრი და ცდილობენ, დაუბრუნდნენ იმ დროს, როდესაც საფრანგეთსა და გერმანიას მთელი ევროპის დაპყრობა სურდათ
სერგეი ლავროვი - ემანუელ მაკრონმა და ფრიდრიხ მერცმა სრულიად დაკარგეს საღი აზრი და ცდილობენ, დაუბრუნდნენ იმ დროს, როდესაც საფრანგეთსა და გერმანიას მთელი ევროპის დაპყრობა სურდათ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სრულიად დაკარგეს საღი აზრი და ცდილობენ, დაუბრუნდნენ იმ დროს, როდესაც საფრანგეთსა და გერმანიას მთელი ევროპის დაპყრობა სურდათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყირგიზ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ლავროვმა მაკრონისა და მერცის ერთობლივი სტატია გაიხსენა და რამდენიმე თეზისი მოიყვანა: „ევროპამ თავი უნდა შეიიარაღოს; რუსეთი მთავარი საფრთხეა, ის იმპერიალისტურ ომებს აწარმოებს, 2008 წელს ის საქართველოში შეიჭრა, 2014 წელს – ყირიმსა და დონბასში, 2022 წელს – მთელ უკრაინაში; პუტინის მიზანია ევროპული უსაფრთხოების შელახვა“.

ვფიქრობ, მხოლოდ ეს ციტატებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანისთვის, რომელსაც ევროპაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მცირედი ინფორმაცია მაინც აქვს და ადევნებს თვალყურს, გასაგები იყოს, რომ ამ ადამიანებმა სრულიად დაკარგეს საღი აზრი და ღიად ცდილობენ იმ დროის დაბრუნებას, როდესაც საფრანგეთსა და გერმანიას მთელი ევროპის, პირველ რიგში, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დაპყრობა სურდათ“, – ამბობს ლავროვი.