სერგეი ლავროვი - დიდი ბრიტანეთის მთავრობა საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისაა
სერგეი ლავროვი - დიდი ბრიტანეთის მთავრობა საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისაა. ასე გამოეხმაურა რუსი დიპლომატი ბრიტანელი კოლეგის, ჯერემი ჰანტის განცხადებას, რომელშიც ის ევროკავშირსა და აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კოორდინირებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს საკუთარ თავზე საკმაოდ მაღალი წარმოდგენა აქვს. ქვეყანა, რომელიც ბრექსითის ფარგლებში ევროკავშირს ტოვებს, ცდილობს უკარნახოს საგარეო პოლიტიკა თავად ევროკავშირს. ახლა კიდევ ირკვევა, რომ ლონდონს სურს, საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართულებით ვაშინგტონსაც უკარნახოს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ოფიციალური ვიზით აშშ-ში იმყოფება, სადაც ის მშვიდობის ინსტიტუტში უნდა გამოვიდეს სიტყვით. თუმცა მისი გამოსვლის ტექსტი „ფორინ ოფისმა“ უკვე გაავრცელა.

დატოვე კომენტარი