სერგეი ლავროვი – დასავლეთმა მრავალმხრივ ღონისძიებებზე სამარცხვინო სიტუაციების წარმოშობა დაუშვა, როდესაც რუსეთის იზოლაცია სცადა, საბოლოო ჯამში, ამან დასავლეთის თვითიზოლაცია გამოიწვია

12:57, 07.01.2026

დასავლეთმა მრავალმხრივ ღონისძიებებზე „სრულიად სამარცხვინო სიტუაციების“ წარმოშობა დაუშვა, როდესაც რუსეთის „იზოლაცია“ სცადა, საბოლოო ჯამში კი, ამ იზოლაციამ დასავლეთის თვითიზოლაცია გამოიწვია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი აქტიურად აგრძელებს დიპლომატიის განვითარებას იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებიც მსოფლიოს უმრავლესობას წარმოადგენენ: აზიასთან, აფრიკასთან, ლათინურ ამერიკასთან.

„იზოლაცია, რომელზეც დასავლეთი საუბრობს, სინამდვილეში იმავე დასავლური სამყაროს თვითიზოლაციაა. იყო აბსოლუტურად სამარცხვინო სიტუაციები, როდესაც საერთაშორისო ღონისძიებებზე, მაგალითად, G20-ზე შეთანხმდნენ და ხელი არ ჩამოართვეს რუსეთის წარმომადგენლებს. შეხვედრების ოთახის მახლობლად, დერეფანში როდესაც დაგვინახეს, თითქოს სხვა მხარეს გაიხედეს და გაიქცნენ – ზრდასრული ადამიანები“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპაში „ანტირუსული ისტერიის მატარებელ პოლიტიკოსებს“ საკუთარი სტრატეგიების არ სჯერათ. მისივე თქმით, „შესაბამისად, განწირულები არიან“.

მსგავსი