სერგეი ლავროვი - დასავლეთის რეაქციები აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია სრულიად აუცილებელი ზომა იყო რუსეთისთვის მუდმივი საფრთხის თავიდან ასარიდებლად
სერგეი ლავროვი - დასავლეთის რეაქციები აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია სრულიად აუცილებელი ზომა იყო რუსეთისთვის მუდმივი საფრთხის თავიდან ასარიდებლად

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, 2022 წელმა აჩვენა, თუ ვისთან არის მსოფლიოში მოლაპარაკება შესაძლებელი.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის რეაქციები აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია სრულიად აუცილებელი ზომა იყო რუსეთისთვის მუდმივი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

„მთავარი დასკვნა და შედეგი: სიტუაცია საბოლოოდ და შეუქცევადად გაირკვა. რა ხდება მსოფლიოში, ვინ რა ზრახვებითა და გეგმებით ცდილობს საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედებას, ვისთან არის მოლაპარაკება შესაძლებელი და ამიერიდან ვისი ნდობა არ შეიძლება. ეს არის მთავარი დასკვნა იმ ისტორიიდან, რომელსაც ახლა ვაკვირდებით და რომელიც არის დასავლეთის თანმიმდევრული, მრავალწლიანი ხაზის შედეგი, გარდაქმნას უკრაინა ანტირუსულად, რათა არ დაუშვას საერთაშორისო საქმეებში რუსეთის მონაწილეობა. ის, თუ როგორ ისტერიულად რეაგირებენ დასავლელი კოლეგები აშშ-ის მეთაურობით ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ადასტურებს ჩვენს მთავარ დასკვნას, რომ სამხედრო ოპერაცია იყო აუცილებელი, რათა ჩაგვეშალა გეგმები, რომლებიც უკრაინის რუსეთის უსაფრთხოებისთვის მუდმივ საფრთხედ გარდაქმნას გულისხმობდა. ჩვენმა ქმედებამ მათი გეოპოლიტიკური თამაშის, გეოპოლიტიკური გეგმების მარცხი უზრუნველყო“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.