სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ
სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სერგეი ლავროვის ვიზიტი ანკარაში 13-14 აგვისტოს შედგება.

„მოლაპარაკებების დროს იგეგმება აქტუალური ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების ფართო წრის განხილვა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მინისტრები ერთმანეთს გაუზიარებენ პოზიციებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, უკრაინასა და შავი ზღვის რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მხარეები სირიის საკითხს დაუთმობენ.

სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ სირიის საკითხზე უახლოეს მომავალში თურქეთში დაგეგმილი ოთხმხრივი სამიტისთვის მომზადებაზე ისაუბრებენ. სამიტი თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტების მონაწილეობით უნდა გაიმართოს.

 

დატოვე კომენტარი