სერგეი ლავროვი ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, „გაიხსენონ, როგორ დასრულდა 2014 წელს უკრაინაში მათი შუამავლობა“
სერგეი ლავროვი ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, „გაიხსენონ, როგორ დასრულდა 2014 წელს უკრაინაში მათი შუამავლობა“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყენებს მოუწოდებს, გაიხსენონ, თუ როგორ დასრულდა მათი შუამავლობა 2014 წელს უკრაინაში.

ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„2004 და 2014 წლებში, როდესაც უკრაინაში იყო მაიდანი, სწორედ იგივე ლოგიკით „ან-ან“ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბევრი ლიდერი გამოვიდა. როდესაც ახლა საუბრობენ „შუამავლობაზე“, გვესმის წინადადებები ლიეტუვადან და პოლონეთიდან, ვიღაცამ თქვა, რომ ეუთო უნდა გამოვიდეს შუამავლად. მე მოვუწოდებ ყველას, ვინც ასეთი იდეებით გამოდის, გააკეთონ ეს არა მიკროფონით, არამედ პირდაპირ ბელარუსებთან, უპირველეს ყოვლისა, ბელარუსის მთავრობასთან.

ყველას, ვინც ამბობს, რომ ეს შუამავლობა არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, მოვუწოდებ, არ დაივიწყონ, თუ როგორ იშუამავლეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა 2014 წელს კიევში მაიდნის დროს“,  – განაცხადა სერგეი ლავროვმა.