სერგეი ლავროვი ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული რუსი ჟურნალისტები
სერგეი ლავროვი ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული რუსი ჟურნალისტები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს ქვეყანაში დაკავებული რუსი ჟურნალისტები. ინფორმაციას გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გუშინ ღამით დაკარგული ფოტოგრაფი ილია პიტალოვი წინაასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება გამოძიება მას.