სერგეი ლავროვი ბაქოში ჩავიდა
სერგეი ლავროვი ბაქოში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბაქოში ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში, რუსი დიპლომატი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს შეხვდება.

11 მაისს, ვიზიტის მეორე დღეს, ლავროვსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის დაგეგმილია მოლაპარაკებები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრის განხილვა და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთქმედება.

პრიორიტეტული ყურადღება მიექცევა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის განცხადებების შესრულების პრაქტიკულ ასპექტებს მთიანი ყარაბაღის შესახებ.

5-6 მაისს სერგეი ლავროვი ერევანში იმყოფებოდა.