სერგეი ლავროვი - აშშ-ს სირიის დატოვების გეგმა არ აქვს და პოზიციებს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე ამაგრებს
აშშ-ს სირიის დატოვების გეგმა არ აქვს და პოზიციებს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე ამაგრებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, მთელი რიგი სახელმწიფოები განზრახ ცდილობენ სირიის დაშლას.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ყველა მხარემ სირიის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს.
ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ სამხედრო ოპერაცია 2014 წელს დაიწყო.