სერგეი ლავროვი - აშშ-რუსეთს შორის ეჭვები და ცრურწმენები გლობალურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის
სერგეი ლავროვი - აშშ-რუსეთს შორის ეჭვები და ცრურწმენები გლობალურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის

აშშ-ის და რუსეთს შორის ეჭვები და ცრურწმენები გლობალურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოჭში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, არსებული ვითარებიდან სარგებელს ვერც ერთი მხარე ვერ იღებს და ორმხრივი აგრესია ორივე ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს ზრდის. ლავროვმა ვაშინგტონს მოსკოვთან კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს და აშშ-ის შორის არსებულ დაძაბულობას მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა აქვს.

„მაიკ პომპეო და მე შევთანხდით, რომ უნდა ვცადოთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა არსებული ვითარების გამოსასწორებლად. რუსეთი დაინტერესებულია აშშ-ისთან ორმხრივი დიალოგით და დარწმუნებული ვართ, რომ შესაძლებელია ამ დიალოგის წარმართვა ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის და გათვალისწინების საფუძველზე”, – თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, განაახლოს ვაშინგტონთან დიალოგი ყველა ტიპის შეიარაღებაზე. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შეეხო შეიარაღების კონტროლს, ბირთვულ გაუვრცელებლობას, რეგიონულ კონფლიქტებსა და ტერორიზმს. მისი თქმით, არის სივრცეები, სადაც მხარეებს მუშაობა შეუძლიათ. პომპეოს განცხადებით, შეიარაღების კონტროლზე რუსეთთან ვრცელი მოლაპარაკებები გაგრძელდება.