სერგეი ლავროვი - აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებული იერიში მიუღებელი იყო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებული იერიში არამართლზომიერი და მიუღებელი იყო.
„საუბარი წავა იმაზე, როგორ ახსნიან ჩვენი პარტნიორები მათ აბსოლუტურად არამართლზომიერ და მიუღებელ გადაწყვეტილებას. ამერიკის პრეზიდენტიც, ბრიტანეთის პრემიერიც და საფრანგეთის პრეზიდენტიც საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ აქვთ მტკიცებულება იმისა, რომ ქიმიური იარაღი ბაშარ ასადმა გამოიყენა”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულება სპეციალისტებისთვის სასაცილოა.