სერგეი ლავროვი - აშშ და მისი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ისე იქცევიან, როგორც სპილო ჭურჭლის მაღაზიაში
სერგეი ლავროვი - აშშ და მისი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ისე იქცევიან, როგორც სპილო ჭურჭლის მაღაზიაში

აშშ და მისი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში იქცევიან, როგორც სპილო ჭურჭლის მაღაზიაში – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფეისალ ბენ ფარჰან ალ-საუდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ეთანხმება, რომ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა, ასევე გარედან მათთვის გარკვეული იდეოლოგიური სქემებისა და დანიშნულების დაწესება დაუშვებელია.

„არავინ არ უნდა გააკეთოს ეს. ჩვენ, სამწუხაროდ ვხედავთ, როგორ ხდება ეს ახლო აღმოსავლეთში. აშშ და მისი ახლო მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში იქცევიან, როგორც სპილო ჭურჭლის მაღაზიაში: ერაყი, ლიბია, სირიის არაბული რესპუბლიკის განადგურების მცდელობები. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს რეგიონების ქვეყნებისთვის, ხალხებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ“, – განაცხადა ლავროვმა.