სერგეი ლავროვი - არარეალურია მოლოდინი, რომ ირანი სირიიდან გავა და რეგიონში საკუთარ როლს აღარ ითამაშებს
სერგეი ლავროვი - არარეალურია მოლოდინი, რომ ირანი სირიიდან გავა და რეგიონში საკუთარ როლს აღარ ითამაშებს

აბსოლუტურად არარეალურია მოლოდინი, რომ ირანი სირიიდან გავა და რეგიონში საკუთარ როლს აღარ ითამაშებს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იორდანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, დასავლურ მედიაში ირანის თემა მარტივ კონტექსტში განიხილება, სადაც მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ირანმა უნდა დატოვოს სირია, შემდეგ კი „ყველაფერი თავის ადგილას იქნება“.

„გასაგებია, რომ ეს არარეალურია და რეგიონის პრობლემების გადაწყვეტა მისი ძირითადი ქვეყნების მონაწილეობის, მათ შორის ირანის, საუდის არაბეთის, იორდანიის, ეგვიპტისა და ბევრი სხვის გარეშე, არ გამოვა“ – აღნიშნა ლავროვმა.