სერგეი ლავროვი ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს
სერგეი ლავროვი ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამერიკელ კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს. სერგეი ლავროვის თქმით, თუკი ამერიკულ დელეგაციას მაისში, რეიკიავიკში დაგეგმილ არქტიკის საბჭოზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებს, ის მზად არის ენტონი ბლინკენს შეხვდეს.

ამასთან, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება, თუ ვაშინგტონი არ შეწყვეტს სუვერენის პოზიციიდან მოქმედებას.

როგორც რუსი დიპლომატი აღნიშნავს, თუ ვაშინგტონს მოსკოვთან საუბარი არ სურს, ეს მათი უფლებაა, თუმცა ეს ასევე გულისხმობს, რომ მოუწევთ „ცივი ომის“ ან უარეს პირობებში არსებობა, თუმცა „წითელი ხაზების“ გადაკვეთის ნებისმიერ მცდელობას, მკაცრი რეაქცია მოჰყვება.