სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-ისა და რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

13:48, 13.08.2025

სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-ისა და რუსეთის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა საშუალებას იძლევა, მსჯელობისას ყურადღება კონცენტრირებული იყოს ორი ქვეყნის ურთიერთობებში დაგროვილ ყველა საკითხზე.

ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთი პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯში 15 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი