სერგეი ლავროვი - აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია
სერგეი ლავროვი - აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია

აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის სამაუწყებლო კომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სერგეი ლავროვთან ინტერვიუ აფხაზურმა მედიასაშუალებამ სერგეი ბაღაფშის შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის ჩაწერა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი შეუქცევადია, აფხაზეთი შედგა როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის საფუძვლები სერგეი ბაღაფშის მიერაა ჩადებული“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა ინტერვიუში.