სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განხილვისთვის დასავლეთი ახლა მზად არ არის
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განხილვისთვის დასავლეთი ახლა მზად არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი ახლა არ არის მზად უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განხილვისთვის.

ამასთან, ლავროვის აზრით, ზელენსკის „მშვიდობის“ ფორმულის მიხედვით მუშაობისკენ მოწოდებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს.

„მთელი ვითარება როდესაც გაირკვევა, მაშინ ალბათ შესაძლებელი იქნება შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატზე საუბარი. ახლა ამისთვის დასავლეთში მზად არავინაა. ვფიქრობ, ნახევრად პროვოკაციულ მოწოდებებს, დაარწმუნონ რუსეთი, იმუშაოს ზელენსკის „ფორმულის“ მიხედვით, სერიოზულად არავინ აღიქვამს და იმ ხალხის ადგილას, რომლებიც თავიანთ რეპუტაციას უფრთხილდებიან, მე ამ „ფორმულის“ ხსენებას შევწყვეტდი“, – განაცხადა ლავროვმა.