სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვმა იცის, როგორ არ დადოს დონალდ ტრამპთან ისეთი გარიგება, რომელიც რუსეთს ხაფანგში მოაქცევს

10:24, 15.04.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა იცის, როგორ არ დადოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ისეთი გარიგება, რომელიც რუსეთს ხაფანგში მოაქცევს.

„ჩვენ კარგად გვესმის, როგორი უნდა იყოს ორმხრივად მომგებიანი გარიგება, რომელზეც არასდროს გვითქვამს უარი, და როგორი გარიგება შეიძლება, გახდეს მორიგი „ხაფანგი“ ჩვენთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, თუმცა, მისივე თქმით, ამერიკელი პრეზიდენტი მზად არის დიალოგისთვის სხვა ქვეყნებთან, როდესაც ეს ინტერესები ემთხვევა.

ლავროვმა ასეთი მიდგომა პრაგმატულად და განხილვის ღირსად შეაფასა.

მსგავსი