სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ, საფრანგეთი და რუსეთი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ამზადებენ
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ, საფრანგეთი და რუსეთი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ამზადებენ

აშშ, საფრანგეთი და რუსეთი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ამზადებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვამზადებთ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას, თუმცა რა თქმა უნდა, საჭიროა არამხოლოდ განცხადებებზე ფიქრი, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზეც, რომელთა მიღებაც სისხლისღვრის შესაჩერებლად შეიძლება და ვითარებას დააბრუნებს მოლაპარაკების კალაპოტში“, – აღნიშნავს ლავროვი.

მისი თქმით, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან კონტაქტს ინარჩუნებს. ასევე, განიხილავს მთიანი ყარაბაღის საკითხს სხვა სახელმწიფოებთან, კერძოდ კი, თურქეთთან და ირანთან.