სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არ იცის, რა უნდა აკეთოს ევროპამ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არ იცის, რა უნდა აკეთოს ევროპამ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არ იცის, რა უნდა აკეთოს ევროპამ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამის შესახებ ლავროვმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპელების ფილოსოფია არსად წასულა. მე არ ვიცი, რა უნდა აკეთონ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ისინი კონფლიქტის გაყინვის შესახებ რაღაც მზაკვრული იდეების წარდგენას თუ ეცდებიან, თავად კი, თავიანთი წესისა და ჩვეულების თანახმად, ამაში ომის გაგრძელებას იგულისხმებენ, მაშინ რატომ უნდა მივიწვიოთ იქ?“ – თქვა ლავროვმა.

რუსი დიპლომატის თქმით, ევროპას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის, მინსკის შეთანხმებების ფარგლებში.

„მათი მოთხოვნა არაერთხელ დაკმაყოფილდა. მათ სჭირდებოდათ დრო უკრაინის შეიარაღებისთვის. ეს მათი შანსები იყო“, – აღნიშნა ლავროვმა.