სერგეი ლავროვი 31 მაისს ჩრდილოეთ კორეას ეწვევა

10:37, 30.05.2018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 31 მაისს ჩრდილოეთ კორეას ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და კორეული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით მიემგზავრება.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, განხილვის მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის საკითხი იქნება.

მსგავსი