სერგეი ლავროვი - მთიანი ყარაბაღის სტატუსი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის უფლებები გაიწერება
სერგეი ლავროვი - მთიანი ყარაბაღის სტატუსი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის უფლებები გაიწერება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა არ მოხდება, ვიდრე რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის უფლებები არ გაიწერება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოურ მედიასაშუალებებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ გველის მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო მდებარე რაიონებში ომისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილების დაბრუნების საკითხის გადაჭრა. ასე რომ, მთიანი ყარაბაღის სტატუსი არ არის განსაზღვრული. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს სტატუსი განისაზღვრება, იმის გათვალისწინებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ყველამ, რათა დავეხმაროთ მთიან ყარაბაღში ეთნოკონფესიური თანხმობის აღდგენას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ დაიწყო ომი, რომლის სამწუხარო შედეგებსაც ახლა ვიმკით. მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რა უფლებები მიენიჭება მათ, ვინც მთიან ყარაბაღში ცხოვრობდა და აქვს იქ დბრუნების უფლება. რა თქმა უნდა მათაც, ვინც ამ ხნის განმავლობაში რჩებოდა ამ ტერიტორიაზე. ეს ეხება, როგორც აზერბაიჯანელებს, ისე სომხებსაც“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის პროცესი რთული იქნება და კონკრეტული ვადა უცნობია.

„ჩვენ არ ვასახლებთ რაიმე ვადას. ჩვენ უკვე ვხედვათ, რომ აზერბაიჯანელ დევნილებს ექნებათ საშუალება, დაბრუნდენენ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის შუშის რაიონში. ჩვენი მშვიდობისმყოფლები შუშის რაიონშიც დაიცავენ უსაფრთხოებას. ამით დაინტერესებულები არიან ჩვენი აზრბაიჯანელი და სომეხი კოლეგები. ხოლო იქ არსებული კულტურული მემკვიდერეობის ძეგლების აღდგენის პროცესში ჩავრთავთ იუნესკო-ს“, – განაცხადა ლავროვმა.

დატოვე კომენტარი