სერგეი კისლიცა - მხოლოდ წელს 13 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა, ეს ომია, ერთადერთი ომი ევროპაში
სერგეი კისლიცა - მხოლოდ წელს 13 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა, ეს ომია, ერთადერთი ომი ევროპაში

უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა ხელმძღვანელობდა.

სიტყვით გამოსვლის დროს დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ომია და არა გაყინული კონფლიქტი.

„მხოლოდ ამ წელს 13 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და თითქმის 60 დაიჭრა. ვინმეს შეუძლია, უწოდოს ამას გაყინული კონფლიქტი? ეს ომია, ერთადერთი ომი ევროპაში. ფართომასშტაბიანი ომი რუსი სამხედროებისა და რუსეთის მარიონეტების მიერ წარმოებული სწორედ რუსეთის ფედერაციის მიერ მიწოდებული შეიარაღებით“, – განაცხადა სერგეი კისლიცამ.

ამასთან ერთად, სერგეი კისლიცამ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ არჩეული, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური ვლადიმერ პაშკოვი რუსეთის მოქალაქეა და ცოტა ხნის წინ ოკუპაციის რეგიონის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელმა დიპლომატმა გამომსვლელებს 18 თებერვალს უკრაინის აღმოსავლეთში დაღუპული ჯარისკაცის ფოტო აჩვენა, რომელიც მისი თქმით, რუსეთის მიერ მიწოდებული ტყვიით დაიღუპა.