სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს
სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს

რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე დატოვა.

გავრილოვი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუს დეპუტატებთან ერთად მივიდა. ასევე, აეროპორტში იმყოფებოდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

გავრილოვი და რუსი დეპუტატები აეროპორტში სასტუმრო „რედისონიდან“ მივიდნენ.

სერგეი გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა. დუმის დეპუტატი ამავე დროს ასამბლეის პრეზიდენტია. ასამბლეის სხდომაზე, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში გრძელდებოდა, გავრილოვმა დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტს პარლამენტში დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც რუსმა დეპუტატებმა პარლამენტი დატოვეს და სასტუმრო „რედისონში“ გადაინაცვლეს. სასტუმროსთან აქცია გაიმართა. „რედისონი“ რუსმა დეპუტატებმა სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს.