სერგეი გაიდაი - სევეროდონეცკში 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი
სერგეი გაიდაი - სევეროდონეცკში 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი

ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში, სადაც რამდენიმე კვირაა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი.

ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.

„ოდესღაც რუსების მიზანი იყო უკრაინის დედაქალაქის სამ დღეში აღება. თითქმის ოთხი თვის შემდგომ ისინი ოცნებობენ და არ ითვლიან მსხვერპლს, ოღონდ კი კონტროლი დაამყარონ სევეროდონეცკზე, სადაც 100 ათასი მცხოვრებიდან დაახლოებით 10 ათასია დარჩენილი. ქალაქი არის საკვანძო წერტილი ლუგანსკის ოლქის თავდაცვითი ოპერაციის სისტემაში“, -წერს გაიდაი.