სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ სევეროდონეცკში უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორია რჩება
სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ სევეროდონეცკში უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორია რჩება

სევეროდონეცკში უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორია რჩება, – ამის შესახებ ლუგანსკის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა უკვე სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ვითარება კი ლუგანსკის ოლქის ფრონტის ხაზის გასწვრივ ძალიან რთულია.

გაიდაი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი იერიში დაიწყეს ოლქზე და საკმარისი რაოდენობით რეზერვების მოგროვება შეძლეს.

ბრძოლა სევეროდონეცკის ასაღებად მაისის მიწურულიდან მიმდინარეობს. უკრაინელი მებრძოლები აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე არიან გამაგრებულნი მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აზოტს 1000-მდე სამოქალაქო პირი აფარებს თავს.