სერგეი და იულია სკერიპალების მოწამვლის საქმის გამოძიება დიდ ბრიტანეთს 7,5 მილიონი ფუნტი დაუჯდა
სერგეი და იულია სკერიპალების მოწამვლის საქმის გამოძიება დიდ ბრიტანეთს 7,5 მილიონი ფუნტი დაუჯდა

სერგეი და იულია სკერიპალების მოწამვლის საქმის გამოძიება დიდი ბრიტანეთის პოლიციას 7,5 მილიონი ფუნტი (10 მილიონი დოლარი) დაუჯდა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ უილთშირის საგრაფოში დანაშაულთან ბრძოლის პოლიციის კომისარმა ანგუს მაკფერსონმა განაცხადა.

მაკფერსონმა პოლიციის ოპერაციას მასობრივი ძალისხმევა უწოდა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის სხვა ძალებიც იყვნენ ჩართული. მისი თქმით, ოპერაციაში უილთშირის პოლიციის 140 ოფიცერი მონაწილეობდა. პოლიციის კომისრის განცხადებით, ეს გამოძიება იყო ნაციონალური ოპერაცა, რომლის ხარჯების დაფარვაც ნაციონალურ დონეზე უნდა მოხდეს.

რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.