სერენა უილიამსმა წინსვლა გააგრძელა
სერენა უილიამსმა წინსვლა გააგრძელა

როლან გაროსის მეორე წრეში ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა სერენა უილიამსი. ამერიკელის მორიგი მეტოქე მსოფლიოს მე-17 ჩოგანი, 22 წლის ავსტრალიელი ეშლი ბარტი იყო.

ახალგაზრდა ჩოგბურთელი არ შეუშინდა ცოცხალ ლეგენდას და პირველი სეტი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა – სერენას ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც კი არ მისცა და მეექვსე გეიმში აღებული ბრეიკის წყალობით, 6:3 მოიგო.

სერენას მდგომარეობა კრიტიკული გახდა მას შემდეგ, რაც ბარტიმ მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა ამერიკელი, ზედიზედ ორჯერ მოიგო მეტოქის მოწოდება და უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა.

მესამე სეტშიც თანაბარი ბრძოლა მიდიოდა – სერენამ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მისი გამოყენება შეძლო, რამაც მატჩში გამარჯვება მოუტანა.

ქალთა ტურნირზე 1/16 ფინალის წყვილები ასეთია:
ჰალეპი (რუმ, 1)-პეტკოვიჩი (გერ)
გავრილოვა (ავსტრა, 24)-მერტენსი (ბელ, 16)
კერბერი (გერ, 12)-ბერტენსი (ჰოლ, 18)
ბეგუ (რუმ)-გარსია (საფ, 7)
მუგურუსა (ესპ, 3)-სტოსური (ავსტრა)
რიბარიკოვა (სლოვაკ, 19)-ცურენკო (უკრ)
გორგესი (გერ, 11)-ს. უილიამსი (აშშ)
შარაპოვა (რუს, 28)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 6)
სინიაკოვა (ჩეხ)-სტრიკოვა (ჩეხ, 26)
პუტინცევა (უკრ)-კ. ვანგი (ჩინ)
კისი (აშშ, 13)-ოსაკა (იაპ, 21)
ბუზარნესკუ (რუმ, 31)-სვიტოლინა (უკრ, 4)
კვიტოვა (ჩეხ, 8)-კონტავეიტი (ესტ, 20)
ჯორჯი (იტა)-სტივენსი (აშშ, 10)
კასატკინა (რუს, 14)-საკარი (საბ)
პარმენტიე (საფ)-ვოზნიაცკი (დან, 2)