სერენა უილიამსმა როლან გაროსზე საკუთარ ჩაცმულობაზე კომენტარი გააკეთა
სერენა უილიამსმა როლან გაროსზე საკუთარ ჩაცმულობაზე კომენტარი გააკეთა

ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა როლან გაროსზე უკვე ორი მატჩი ჩაატარა. მის ჩაცმულობას აქტიურად განიხილავენ. ამერიკელმა ჩოგბურთელმა განმარტა, საიდან აქვს ამგვარი ტანსაცმელი.

„მე ამ კოსტუმს catsuit-ს ვუწოდებ. იდეა მომივიდა ვაკანდას ქვეყნიდან ფილმში „შავი პანტერა“. თავს მეომრად ვგრძნობ, როგორც ვაკანდას დედოფალი. სახალისოა ეს ყველაფერი. მომწონს ფანტაზიების სამყაროში ცხოვრება. თანაც, ყოველთვის მინდოდა სუპერგმირად მეგრძნო თავი და ახლა მაქვს ეს შესაძლებლობა. ამ კოსტუმში მართლაც ვგრძნობ თავს სუპერგმირად“, – განუცხადა როლან გაროსის ოფიციალურ გვერდს სერენამ.

უილიამსმა ორი წრე გაიარა და შაბათს მერვედფინალში გასასვლელად გერმანელ იულია გორგესს შეხვდება.