სერენა უილიამსი წაგებით დაბრუნდა
სერენა უილიამსი წაგებით დაბრუნდა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე საწყისი შეხვედრა წააგო. ამერიკელი საათსა და შვიდ წუთში დამარცხდა ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან – 2:6, 6:3, 5:10.

ეს მატჩი პირველი იყო სერენა უილიამსისთვის კორტზე დაბრუნების შემდეგ. მას არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია 2017 წლის იანვრის შემდეგ, როცა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ამერიკელის უთამაშებლობის მიზეზი იყო ფეხმძიმობა – სერენამ პირველ სექტემბერს გოგონა გააჩინა.

20 წლის ოსტაპენკომ 2017 წელს როლან გაროსი მოიგო, აგრეთვე, მეოთხედფინალამდე მიაღწია უიმბლდონზე.