ჰოპმანის თასის ერთ-ერთ მატჩში, სადაც შვეიცარია აშშ-ს შევხდება, შერეულ წყვილებში ერთმანეთის პირისპირ როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი წარდგებიან. 37 წლის უილიამსისთვის ეს იქნება 2019 წლის სეზონის პირველი მატჩი და ასევე პირველი თამაში ამერიკის ღია პირველობის ფინალის სკანდალურად დასრულების შემდეგ.
დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულის მეწყვილე ფრანსეს ტიაფო იქნება, ფედერერს კი პარტნიორობას ბელინდა ბენჩიჩი გაუწევს.
ჰოპმანის თასის გათამაშება 29 დეკემბერს იწყება და 5 იანვრამდე გრძელდება.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონები სწორედ 37 წლის ფედერერი და 21 წლის ბენჩიჩი არიან, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას, მიმდინარე წლის დასაწყისში, პირველი ჰოპმანის თასი მოუტანეს 2001 წლის შემდეგ.