„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი 17 ათასი დოლარით დაისაჯა იმ სკანდალის გამო, რომელიც აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მოაწყო.
იაპონელი ნაომი ოსაკას წინააღმდეგ მატჩში, ამერიკელმა სამი გაფრთხილება მიიღო წესების დარღვევის გამო. ამ მიზეზით, სერენას მეტოქეს ერთი გეიმი უბრძოლველად მიანიჭეს და მეორე სეტში ანგარიში 5:3 გახდა ოსაკას სასარგებლოდ.
ტრიბუნიდან მწვრთნელის კარნახის (პირველი გაფრთხილება) გამო, ფულადი ჯარიმა 4 ათასი დოლარია, გატეხილი ჩოგნის გამო (მეორე გაფრთხილება) – 3 ათასი დოლარი, მსაჯის შეურაცხყოფისთვის (ქულის მოხსნა) – 10 ათასი დოლარი.
დავამატებთ, რომ ნიუ იორკში გამოსვლისთვის უილიამსმა 1 850 000 დოლარი გამოიმუშავა.