სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრეზიდენტად ახლად არჩეულ არმენ სარგსიანს გამარჯვება მიულოცა
სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრეზიდენტად ახლად არჩეულ არმენ სარგსიანს გამარჯვება მიულოცა

სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი არჩეულ პრეზიდენტ არმენ სარგსიანს შეხვდა.

სერჟ სარგსიანმა არმენ სარგსიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატება უსურვა.

არმენ სარგსიანი ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტად პარლამენტმა ორ მარტს აირჩია. 105 დეპუტატიდან მას მხარი 90-მა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი წავიდა.

2015 წელს სომხეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, კონსტიტუციაში შესწორება შევიდა და ქვეყანა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სუსტდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, პრემიერის კი იზრდება.