სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები სომხეთის რამდენიმე ქალაქში დაიწყო
სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები სომხეთის რამდენიმე ქალაქში დაიწყო

სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები სომხეთის რამდენიმე ქალაქში დაიწყო.

სომხური მედიის ინფორმაციით, აქცია დაიწყო ქალაქ სევანში. ახალგაზრდები დილით მერიის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. ისინი საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს მოუწოდებენ შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს. ქალაქში მობილიზებულია პოლიცია.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ვანადზორშიც, სადაც ერთ-ერთი მსხვილი ქარხნის მუშები გაიფიცნენ. ისინი პრემიერ-მინისტრ, სერჟ სარგსიანის გადადგომას და ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის გათავისუფლებას ითხოვენ.