სერჟ სარგსიანი - კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით
სერჟ სარგსიანი - კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით

საქართველოში ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში.

ამის შესახებ სერჟ სარგსიანმა  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ  პრესკონფერენციაზე აღნიშნა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ერთი აზრის ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში. ჩვენთვის კანონია და მე გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენ ყველა მოლაპარაკებების დროს ძალისხმევას არ ვიშურებთ მივიღოთ ისეთი დოკუმენტები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს და ვფიქრობ, როგორც სომხური, ასევე ქართული მხრიდან ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრე“, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.