სერდარ ბერდიმუჰამედოვი – საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე

12:02, 17.07.2026

საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე, – ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანის საკითხზე.

„ჩვენ უკვე დავასრულეთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. გვქონდა მეგობრული და კონსტრუქციული საუბარი. დადასტურდა, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის, რაზეც ორივე მხარემ აიღო ვალდებულება. შევთანხმდით, გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა და დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს პოზიტიური განვითარების კუთხით.

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. გვიხარია, რომ ფართოვდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაერო-სთან თანამშრომლობის მექანიზმები. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას. ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთ–საქართველოს ბიზნესფორუმზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ გაიზარდოს სავაჭრო მოცულობა. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის სფეროა. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. გვსურს, ჩვენი ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

სამხრეთი კავკასია ეს არის ერთ-ერთი ნაწილი კასპიის და კავკასიის ქვეყნებს შორის გამავალი მარშრუტის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი ძალიან იმედისმომცემ პროექტებს მოიცავს, როგორიც არის მაგალითად ლაპის ლაზული, იგივე ლაზურიტის დერეფანი, რომელშიც ასევე ავღანეთი შედის, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასევე კასპიისა და შავი ზღვის დერეფანი, რომელიც მოიცავს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ასევე რუმინეთსაც.

ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ ტრასეკა სატრანსპორტო დერეფანში და ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან. სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას კასპიისა და შავი ზღვის პორტებზეა სუბარი ორმხრივი სარგებლის მისაღებად. ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო, ინდუსტრიის, წარმოების, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ ბევრ სხვა სფეროში“, – განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, თურქმენი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია, დაკავშირებული არიან.

„ჩვენს ხალხებს მრავალწლიანი ისტორიული კავშირები აქვთ და დღეს ეს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჰუმანიტარულ საკითხებში მუშაობას. შევთანხმდით, რომ სრულ მხარდაჭერას გავუწევთ ჩვენი ხალხების სურვილს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეცნონ ერთმანეთის მდიდარ კულტურას, მემკვიდრეობას. ასევე გვინდა, შეიქმნას პირობები კრეატიული თანამშრომლობისთვის, სახელოვნებო სფეროში.

მნიშვნელოვანია ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში, მათ შორის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ეს საკითხებიც მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკების პაკეტში, რომელსაც ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. ეს ვიზიტი სიმბოლური მნიშვნელობისაა, რადგან ემთხვევა თურქმენეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35-ე წლისთავს. გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგებით და იმ შეთანხმებებით, რომლებსაც დღეს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვართ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას. მინდა, საქართველოს მეგობარ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება“, – განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

მსგავსი